ისლამ მახაჩევი, დენა უაითი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„სასწორზე იმაზე მეტი დევს, ვიდრე წარმოგიდგენიათ“ - დენა უაითის დიდი მოლოდინი

16 ნოემბერს, ნიუ-იორკში გასამართი UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი ისედაც უდიდესი ინტერესით სარგებლობდა, თუმცა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის დენა უაითის განცხადების შემდეგ, ისლამ მახაჩევისა და ჯეკ დელა მადალენას დაპირისპირება ორმაგი ყურადღების ცენტრში მოექცა.

დენა უაითი

ასეთ ბრძოლებს ისე ველოდები, რომ დღეებს ვითვლი. უბრალოდ თვალი გადაავლეთ ისლამის მიღწევებს, რომელმაც საიმისოდ რომ კიდევ ერთი ქამარი მოეპოვებინა, გარისკა და ზედა წონაში აინაცვლა. მას მოუწევს ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგობის დაძლევა და ეს უკანასკნელი საოცარი აღმავლობის გზაზე დგას. ამ ბრძოლაში იქნება ყველაფერი, რაც MMA-ს მოყვარულებს ხიბლავთ. სასწორზე იმაზე მეტი დევს, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ისლამ მახაჩევმა კატეგორიულად გამორიცხა საშუალო წონით დივიზიონში გადასვლა და მესამე ქამრისთვის ბრძოლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარიერის ბოლომდე ის ქვესაშუალო დივიზიონში დარჩება, ან მსუბუქში დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეც სიამოვნებით მოვუნგრევ თავს“ - პიმბლეტმა მახაჩევი შეიძულა
„მეც სიამოვნებით მოვუნგრევ თავს“ - პიმბლეტმა მახაჩევი შეიძულა