ჯასტინ გეიჯი, დენიელ კორმიე
Aa
Aa

„ძველი, ავადმყოფი გეიჯი დაგვიბრუნდა“ - კორმიე აღფრთოვანებულია

UFC-ის ნებისმიერი სატიტულო ბრძოლის დასრულების შემდეგ განსაკუთრებით საინტერესო და სასიამოვნო მოსასმენია, ჯო როგანის, მაიკლ ბისპინგისა და დენიელ კორმიეს კომენტარების მოსმენა, რომლებიც შერეულ ორთაბრძოლებში შეიძლება ითქვას, რომ სიღრმისეულად ერკვევიან და სწორი ანალიზის გაკეთების გარდა, ხშირ შემთხვევაში სახალისო შეფასებებსაც აკეთებენ. ამჯერადაც ასე მოხდა, როდესაც კორმიეს გეიჯი-პიმბლეტის ჩხუბის შეფასება სთხოვეს და მისგან ასეთი პასუხი მოისმინეს:

„გეიჯი ბრძოლის შემდეგ ჩემთან მოვიდა და მკითხა: „ხომ ნამდვილად გავიმარჯვე“. ამაზე კი ჩემი პასუხი ასეთი იყო: „ავადმყოფი ნაძირალა ხარ“. დიახ, ავადმყოფია, რადგან ისევ ძველი ჯასტინი გახდა, რომელმაც დასტინ პორიე დაანოკაუტა და რაფაელ ფიზიევი დაამარცხა. როგორც ჩანს, მან მისია კარგად გაიგო და იფიქრა, რომ ახალი ერა დაიწყო Paramount-ის არხზე, რომლის მაყურებელსაც კარგად გააგებინა UFC-ის ნამდვილი ხიბლი. ვფიქრობ ამ ბრძოლის ნახვის შემდეგ MMA-ს გულშემატკივართა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯის მომდევნო მეტოქე ძალიან დიდი ალბათობით ილია თოფურია იქნება, რომელსაც მცირე პაუზა აქვს აღებული და ოქტაგონში დაბრუნებას აპრილში, ან ივნისში გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩანიშნეთ ეს ბრძოლა თეთრ სახლში!“ - სეხუდო და უსმანი თოფურია-გეიჯის ჩხუბზე
„ჩანიშნეთ ეს ბრძოლა თეთრ სახლში!“ - სეხუდო და უსმანი თოფურია-გეიჯის ჩხუბზე