ზაზა ფაჩულია, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მინიმუმ 30 მატჩი მარაგში - მამუკელაშვილი ფაჩულიას რეკორდს უტევს

სანდრო მამუკელაშვილს „ტორონტოს“ შემადგენლობაში იმდენად შესანიშნავი სეზონი აქვს, რომ კალათბურთის გულშემატკივარს აუცილებლად დააინტერესებს, თუ რომელ ქართველ მოთამაშეს ეკუთვნის რეკორდი NBA-ში ერთ სეზონში დაგროვებული ქულათა რაოდენობით. ამ მხრივ პირველ პოზიციაზე ზაზა ფაჩულიაა, რომელმაც 2005-2006 წლების სეზონში „ატლანტა ჰოუქსში“ ასპარეზობისას 911 ქულას მოუყარა თავი და ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ NBA-ს ორგზის ქართველი ჩემპიონის რეკორდს მისი რომელიმე თანამემამულე საფრთხეს ასეთ მოკლე დროში შეუქმნიდა.

ახლა, როდესაც რეგულარულ გათამაშებაში „ტორონტოს“ ჯერ კიდევ 30 მატჩი აქვს გასამართი, მამუკელაშვილის ანგარიშზე უკვე 502 ქულაა და იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ალბათობით „რეპტორსი“ პლეი ოფშიც მოხვდება, სრულიად ადვილი შესაძლებელია სანდრომ წელს ზაზას მიღწევა გააუმჯობესოს. გარდა 502 ქულისა, მიმდინარე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პარკეტზე გატარებულ 993 წუთის განმავლობაში „მამუს“ ანგარიშზე 230 მოხსნა, 90 ასისტი, 31 ჩაჭრა და 26 დაფარებაა.

ცნობისათვის, 28 მოგებითა და 19 წაგებით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ „დეტროიტ პისტონსს“, „ბოსტონ სელტიქსსა“ და „ნიუ იორკ ნიქსს“ ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA: 22 ქულა და გამარჯვება - მამუკელაშვილის მორიგი მაგარი მატჩი
NBA: 22 ქულა და გამარჯვება - მამუკელაშვილის მორიგი მაგარი მატჩი