ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილი: რაც არ უნდა მოხდეს თავდაჯერებული ვრჩები

გამთენიისას NBA-ში „ტორონტომ“ „პორტლენდის“ წინააღმდეგ დამაჯერებლად 110:98 მოიგო.

სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო, 35 წუთი ითამაშა, 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა გაიფორმა. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 9-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო.

შეხვედრის შემდეგ, მამუკელაშვილი TSN-ის ჟურნალისტს ესაუბრა:

„ჩვენ ყველანი ერთ გვერდზე ვართ და ერთი მიზნისთვის ვთამაშობთ. დღეს ჩვენი თამაში ვითამაშეთ და მწვრთნელის მითითებები შევასრულეთ. სკოტი კი დაცვაში ძალიან მაგარია და პირადად ჩემთვის, სეზონის ამ ეტაპზე იგი ლიგაში საუკეთესო დამცველია. ის დიდებულია და ჩვენს ზურგს ყოველთვის აზღვევს.

როგორც კოლექტიურმა გუნდმა, ერთად კარგად ვიმუშავეთ, ერთმანეთს ვეხმარებოდით და ვაზღვევდით.

რაც შეეხება ჩემს შედეგს, უბრალოდ საკუთარ სროლას ვენდე, ჩემი შესაძლებლობების მჯერა. რაც არ უნდა მოხდეს თავდაჯერებული ვრჩები. შემდეგ კი არის შესაძლებლობები - ბიჭები ყოველთვის მპოულობენ და პასებით მამარაგებენ. გუნდელები ყოველთვის ვსაუბრობთ კალათბურთზე. თუ როგორ უნდა გავხდეთ უფრო უკეთესები. და როცა ასეთი გუნდის წევრი ხარ, ერთმანეთს შესაძლებლობებს უზიარებთ, ეს მთავარი რამა რის. როცა გყავს გუნდი, რომელსაც გამარჯვების სურვილი აქვს, რომელიც მოედნის მიღმაც ახლო ურთიერთობით გამოირჩევა - ეს ყველაფერი შემდეგ თამაშზეც ისახება“.

აქვე გეტყვით, რომ 46 მატჩის შემდეგ, „ტორონტო რეპტორსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 28 მოგებითა და 19 მარცხით მესამე პოზიციაზე იმყოფება. კანადელები მომდევნო შეხვედრას 26 იანვარს სტუმრად „ოკლაჰომასთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები