ხაბიბ ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ხაბიბი: უმარი ყველაზე უნივერსალური მებრძოლია და მისი ჩემპიონობის დრო მალე დადგება

UFC-ის დიდების დარბაზის 37 წლის წევრმა და მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, თავისი ბიძაშვილის, სუპერ მსუბუქი დივიზიონის რეიტინგის მეორე ნომრის, უმარ ნურმაგომედოვის მომავალი ბრძოლის შესახებ დისკუსიებზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, უმარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ოთხეულში მოხვედრა.

„ჩვენთვის ნებისმიერი ვარიანტი მისაღებია: ვისაც მოგვცემენ, ბრძოლას მასთან მივიღებთ. ჩვენი ამოცანაა — ტიტულისკენ მიმავალ გზაზე ყველა ტოპ-მებრძოლთან ვიჩხუბოთ. როგორც ვამბობდი, ამ წონით კატეგორიაში უმარი ყველაზე უნივერსალური მებრძოლია და მისი ჩემპიონობის დრო მალე დადგება. მათ, ვინც ამბობდნენ, რომ უმარს UFC-ში ყველაფერი იოლად ეძლეოდა, ახლა ესმით და მიხვდნენ, რომ ის ამ წონითი კატეგორიის ელიტაში შედის“, — დაწერა ნურმაგომედოვმა თავის ტელეგრამ-არხზე.

შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვმა ბოლო ჩხუბი 25 იანვარს გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დეივისონ ფიგერედო დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით - უმარმა ფიგერედო დაამარცხა
მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით - უმარმა ფიგერედო დაამარცხა