ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია | CBS-ის ჟურნალისტი
CBS News-ის ჟურნალისტი, რუბენ კარტერი ალექსანდრე თოფურიას მომდევნო ბრძოლაზე წერს.
მან გაავრცელა ინსაიდერული ინფორმაცია UFC-ის ოთხი დაგეგმილი ბრძოლის შესახებ, რომლებიც UFC 327-ის ფარგლებში უნდა გაიმართოს.
კარტერის ინფორმაციით, პრომოუშენი შემდეგ წყვილებზე მუშაობს:
ალექსანდრე თოფურია - ბრაის მიტჩელი
ირჟი პროხაზკა – კარლოს ულბერგი
დრიკუს დუ პლესი – ბრენდან ალენი
ჯეკ დელა მადალენა – კარლოს პრატესი.
როგორც კარტერი წერს, ტურნირი 11 აპრილს, მაიამიში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრემ ბოლო ბრძოლა გასული წლის 22 ნოემბერს ბეკზატ ალმახანის წინააღმდეგ გამართა და ყაზახი მოწინააღმდეგე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ცნობისთვის, MMA-ში ალექსანდრეს რეკორდი 7 მოგება და 1 მარცხია. ქართველ მებრძოლს UFC-ში ორი ბრძოლა აქვს გამართული და ორივე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.