მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„გალიაში შედიოდა და 8-10 რაუნდს ჩხუბობდა“ - ამერიკელი მებრძოლი დვალიშვილზე

ქვემსუბუქი წონის ამერიკელმა მებრძოლმა, ჩეპე მარისკალმა MMA Junkie-სთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილთან გამართულ სპარინგებზე ისაუბრა.

„რთულია ახსნა, საიდან აქვს მერაბს ამდენი ენერგია. 3-რაუნდიანი სპარინგი გვქონდა, შემდეგ 2 რაუნდს სხვას ესპარინგებოდა. ამის შემდეგ კიდევ 2 რაუნდი დასვენებულ მებრძოლთან, შემდეგ კიდევ ერთთან... გალიაში შედიოდა და 8-10 რაუნდს ჩხუბობდა.

ჩემთვის ვფიქრობდი, როგორ ახერხებს ამას? სხვა მებრძოლებსაც ვეუბნებოდი, - მოდით, დღეს ძალიან აგრესიულად ვეჩხუბოთ და დაიღლება. მერაბი ნამდვილი მანქანაა. ის ოქტაგონში არაფერზე ფიქრობს, არ ცდილობს, არ ცდილობს, შენზე გავლენა მოახდინოს - ის უბრალოდ სიამოვნებას იღებს“.

ცნობისთვის, მარისკალს შერეულ ორთაბრძოლებში 18 მოგება და 6 მარცხი აქვს. UFC-ში მან ხუთივე ბრძოლა მოიგო და 15 ნოემბერს პეტ საბატინის დაუპირისპირდება. 

რაც შეეხება დვალიშვილს, ის UFC 323-ზე პიოტრ იანთან რემატჩს გამართავს და მიმდინარე წელიწადში ჩემპიონის ქამარს მეოთხედ დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც ილია და არც ჰოლოუეი - ბისპინგმა UFC-ის საუკეთესო მოკრივე დაასახელა
არც ილია და არც ჰოლოუეი - ბისპინგმა UFC-ის საუკეთესო მოკრივე დაასახელა