ხარი, რომელსაც კარიბჭისკენ მიერეკებოდნენ | პიოტრ იანი დვალიშვილზე
პიოტრ იანმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილთან გამართულ ბრძოლაზე ისაუბრა. იანი მერაბს ადარებს ხარს, რომელიც კორიდის დროს მატადორის წითელ ნაჭერს შეუჩერებლად მისდევს. მიანიშნებს, რომ მერაბის აგრესიული სტილი მისი კონტროლის ქვეშ იყო და მას სასურველი მიმართულებით მართავდა. საუბრისას იანი ხელით აჩვენებს მოძრაობას, თუ როგორ შეჰყავდა მეტოქე ხაფანგში.
იანი: „არიელ, მერაბი იმ ბრძოლაში იყო ის ხარი [ბუღა], რომელსაც აი აქეთ, ამ კარიბჭისკენ [ჭიშკრისკენ] მიერეკებოდნენ. თითქოს წითელი ნაჭრით მიუძღვოდნენ“.
შეგახსენებთ, 2023 წლის მარტში მერაბმა იანი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, თუმცა გასული წლის მიწურულს რევანში შედგა, როცა ქართველმა მებრძოლმა 2025 წელს მე-4 ბრძოლის გამართვა გადაწყვიტა. 2025 წლის 6 დეკემბერს იანმა მერაბი დაამარცხა და ქამარი დაიბრუნა. „მანქანამ'' UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი 2024 წლის სექტემბერში გახდა, როცა შონ ო’მალი დამარცხა. ჩემპიონის რანგში 2025 წლის იანვარში უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ივნისში კვლავ ო’მალის სძლია, ხოლო ოქტომბერში კორი სენდჰეგენი დაამარცხა. ქამარი სამჯერ დაიცვა, თუმცა მეოთხედ ეს ვერ შეძლო. გამარჯვების შემდეგ იანმა წელზე ოპერაცია გაიკეთა და ივლისამდე ვერ იჩხუბებს.
მერაბ დვალიშვილმა არიელ ჰელვანისთან პიოტრ იანის შესახებ ისაუბრა. „მანქანამ“ აღიარა, რომ მეორე ორთაბრძოლაში შეცდომები დაუშვა და აპირებს, ტრილოგიისთვის განსხვავებულად მოემზადოს (იხილეთ).