ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

მაგრად ვიჩხუბებთ და ერთ-ერთი ნოკაუტში ჩავარდება | გეიჯი თოფურიასთან ბრძოლაზე

ჯასტინ გეიჯმა N3on-თან ინტერვიუში ილია თოფურიასთან შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯასტინ გეიჯი და ილია თოფურია თეთრი სახლის ქარდზე, 14 ივნისს დაუპირისპირდებიან, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით, არ დადასტურებულა.

N3on: ნახე? ილია სტრიმზე იყო და თქვა, რომ შემდეგ შენთან ჩხუბი უნდა.

გეიჯი: კი, აი ასე მუშაობს დროებითი ჩემპიონობა.

N3on: როგორ ფიქრობ, ეგ ბრძოლა როგორ წავა?

გეიჯი: ოჰ, მგონია, რომ მაგარი გიჟური ჩხუბი იქნება. ვფიქრობ, მთელი დროის განმავლობაში მაგრად დავუშენთ ერთმანეთს და ალბათ ერთ-ერთი ჩვენგანი ნოკაუტში ჩავარდება.

N3on: ოჰ, მე ჩემს ფულს შენზე ვდებ.

გეიჯის აზრით, ისლამ მახაჩევი ილიას დაამარცხებს. კითხვაზე, ილია თუ ისლამი, გეიჯმა უპირატესობა ისლამს მიანიჭა.

გეიჯიმ ილიასთან შესაძლო ბრძოლაზე თებერვალშიც ისაუბრა: „რა იქნება შემდეგ? ბრძოლა თოფურიასთან, თეთრ სახლში დაგეგმილ ტურნირზე. ასეც უნდა მოხდეს, სხვა ვარიანტი არ არსებობს. გამოსვლა პირდაპირ ოვალური კაბინეტიდან ოქტაგონზე, მხრებზე დროშით. ამაზე ჯერ კიდევ გასულ წელს, რაფაელ ფიზიევთან ბრძოლის მომენტიდან ვსაუბრობდი.ვფიქრობდი, რომ თოფურიას იანვარში დავუპირისპირდებოდი, ივნისში კი ქამარს თეთრი სახლის ტურნირზე დავიცავდი. თუმცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერს ვერ გააკონტროლებ. ილიამ ნაბიჯი უკან გადადგა, მას პირადი პრობლემები ჰქონდა.მე მაინც მივიღე ბრძოლა დროებითი ტიტულისთვის, რამაც „ქაღალდზე“ ჩემპიონად მაქცია. ეს მაძლევს უფლებას, ილია თოფურიას თეთრ სახლში დავუპირისპირდე“.

შეგახსენებთ, ჰოლოუეი-ოლივეირას ბრძოლა უკვე ამ უქმეებზე ლას-ვეგასში გასამართ UFC 326-ის ტურნირს დააგვირგვინებს, ილია თოფურია კი მომდევნო შეხვედრაში დროებითი ჩემპიონის ქამრის მფლობელს, ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება, თუმცა მსუბუქწონოსანთა ბრძოლა ოფიციალურად ჯერ არ დაანონსებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვოლკანოვსკი: თუ ეს მოხდა მაქსი ილიასთან რევანშს იმსახურებს
ვოლკანოვსკი: თუ ეს მოხდა მაქსი ილიასთან რევანშს იმსახურებს