პიოტრ იანი: UFC, თეთრი სახლი - მზად ვარ ნებისმიერისთვის
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი პიოტრ იანი ზურგის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას აგრძელებს.
რუსი მებრძოლი სოციალურ ქსელში ვარჯიშის ვიდეოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მზად არის თეთრ სახლში იჩხუბოს.
„დილიდან ვმუშაობთ, რეაბილიტაცია გრძელდება. წინ მივიწევთ ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად. UFC, თეთრი სახლი - მზად ვარ ნებისმიერისთვის“, - წერს პიოტრ იანი.
როგორც ცნობილია, პრომოუშენმა მერაბ დვალიშვილს იანთან მესამე ჩხუბის გამართვა შესთავაზა. ამის შესახებ თავად „მანქანამ“ განაცხადა, თუმცა, მისივე თქმით, ეს ჩხუბი თეთრ სახლში 14 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებაზე ვერ შედგება.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ჩემპიონის ქამარი სწორედ იანთან ბრძოლაში, 2025 წლის დეკემბერში დათმო.