ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ვოლკანოვსკი: თუ ეს მოხდა მაქსი ილიასთან რევანშს იმსახურებს

ვოლკანოვსკი მიიჩნევს, რომ ჰოლოუეიმ თოფურიასთან რევანში დაიმსახურა.

UFC-ის ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი თვლის, რომ თუ მაქს ჰოლოუეი ჩარლზ ოლივეირას დაამარცხეს, „დალოცვილმა“ მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ბრძოლის შანსი უნდა მიიღოს.

„თუ მაქსი ოლივეირას დაამარცხებს, მაშინ როგორ შეიძლება მან სატიტულო ბრძოლა არ მიიღოს? მიმაჩნია, რომ მან ეს უკვე დაიმსახურა. მას ქამრისთვის ბრძოლა ელის – ეს აშკარაა“,

– განაცხადა ვოლკანოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეი ჩარლზ ოლივეირას BMF-ის ქამრისთვის 8 მარტს დაუპირისპირდება.

თავად „ელ მატადორი“ ჰოლოვეისა და ოლივეირას ბრძოლაში ფავორიტად „დალოცვილს“ მიიჩნევს.

„ჩარლზი მომწონს, მათ შორის როგორც პიროვნება - ის შესანიშნავი ადამიანია. თუმცა ფსონს მაქსზე ჩამოვიდოდი. ვფიქრობ, რომ ის გაიმარჯვებს. მიუხედავად ამისა, ჩარლზის სათანადოდ შეუფასებლობა არასდროს ღირს. ის ბრძოლის ნებისმიერ მომენტში სახიფათოა, შეუძლია ნებისმიერი შანსი გამოიყენოს და წამიერად დაგაფინიშოს“,

- განაცხადა „ელ მატადორმა“ სტრიმერ ეიდინ როსთან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები