„ალბათ ბრძოლას ჩაეხსნება“ - ნურმაგომედოვი მაკგრეგორზე
2018 წელს ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს შორის გამართულ ბრძოლამდე და ბრძოლის დროს მომხდარი დაპირისპირებები შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს არასოდეს დაავიწყდება. ახლა, როდესაც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ირლანდიელმა UFC-ში დაბრუნება გადაწყვიტა, ბუნებრივია, მედიის წარმომადგენლები ხაბიბის გუნდის წევრებისა და მისი გარემოცვის წარმომადგენლების მოსაზრებებით ინტერესდებიან და ამჯერად კონორის შესახებ საკუთარი აზრი PFL-ის ჩემპიონმა უსმან ნურმაგომედოვმა დააფიქსირა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„სანამ მაკგრეგორის შანსებს შევაფასებ, გეტყვით, რომ არ მჯერა იმის, რომ საერთოდ ის ოქტაგონზე გამოჩნდება და მაქს ჰოლოვეის შეებრძოლება. თუ გამოჩნდება, მით უარესი მისთვის, რადგან კონორის გამარჯვება გამორიცხულია - ხუთი წელი აქტიური სპორტის გარეშე ძალიან ბევრია. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მაკგრეგორის მოგება ყველასთვის კარგი იქნება, რადგან ჩვენ სპორტის სახეობას გულშემატკივართა მთელი არმია დაუბრუნდება“.
შეგახსენებთ, რომ PFL-ის მსუბუქი წონით დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის უსმან ნურმაგომედოვი ირლანდიელ პოლ ჰიუზს ორჯერ შეხვდა და მეტოქის დამარცხება ორივეჯერ მოახერხა. სხვათა შორის, ბევრი მათ დაპირისპირებას ხაბიბისა და კონორ მაკგრეგორის ორთაბრძოლასაც ადარებდა.