ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„თავი ღმერთი თუ მეფე ჰგონია და ვაჩვენებ, რომ ადამიანია“ | გეიჯი თოფურიაზე

ჯასტინ გეიჯიმ Tmz Sports-ს ინტერვიუ მისცა და ილია თოფურიასთან გასამართ ორთაბრძოლაზე ისაუბრა. გეიჯის აზრით, „ელ მატადორს“ თავი ღმერთი ჰგონია და აპირებს, მას უჩვენოს, რომ ჩველებრივი მოკვდავია.

„ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ჩემს მოწინააღმდეგეს თავი ღმერთი თუ მეფე ჰგონია. მომწონს, რადგან რეალობაში დავაბრუნებ და ვაჩვენებ, რომ ყველა ჩვენგანის მსგავსად, ერთი ჩვეულებრივი ადამიანია.

მისი ლაპარაკი? ილია თავის ჩხუბებს ასე უდგება და ჯერჯერობით, ყველა შემთხვევაში წარმატებული იყო. მისი დამოკიდებულება ძალიან ჰგავს იმას, რასაც კონორ მაკგრეგორი აკეთებდა. საკუთარ თავს დაუმარცხებელ, შეუცდომელ ადამიანად წარმოაჩენ და როდესაც წააგებ, მერე სად მიდიხარ? ერთი სული მაქვს, მას ეს გაკვეთილი ჩავუტარო.“

შეგახსენებთ, რომ თოფურია და გეიჯი „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენის მონაწილეები არიან. მათი დაპირისპირება თბილისის დროით 15 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟურნალისტმა თქვა, რომ კვარა საკვანძო მოთამაშე არ არის | როგორი იყო ნასრის პასუხი
ჟურნალისტმა თქვა, რომ კვარა საკვანძო მოთამაშე არ არის | როგორი იყო ნასრის პასუხი