ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ანესთეზია ელოდება“ | თოფურიამ გეიჯის უპასუხა

ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბისთვის ემზადება. „ელ მატადორი“ საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება და ამერიკელ მებრძოლს „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენის ფარგლებში დაუპირისპირდება.

გეიჯი აცხადებს, რომ ილიას, რომელსაც თავი ღმერთი და მეფე ჰგონია, დედამიწაზე დააბრუნებს. AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველი ჩემპიონი სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა.

„გეიჯის უდიდეს პატივს ვცემ. ის კარგი მებრძოლია, რომელსაც შესანიშნავი რეზიუმე აქვს. მაღალი დონის ბევრი მეტოქე ჰყოლია და დროებითი ჩემპიონი ორჯერ გახდა, რაც არასდროს არავის გაუკეთებია. მასშტაბურ ჩხუბებში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ჩემნაირი მოწინააღმდეგე არასდროს ჰყოლია.

გეიჯი ზუსტად იმავეს ამბობს, რასაც ჩემი ძველი მეტოქეები. აცხადებს, რომ ქედმაღალი ვარ, გაკვეთილს ჩამიტარებს, თავმდაბალს გამხდის და ადგილს მომიჩენს. ყველამ იცის, ეს ყველაფერი როგორ დასრულდება... რაც შეეხება მის ძლიერ მხარეებს: სახიფათოა, ქაოსური დარტყმები აქვს და არასდროს იცი, საიდან დაგარტყამს. ამ ქაოსში სიმშვიდე გვექნება და მეტოქეს ანესთეზიას გავუკეთებთ“.

ცნობისთვის, თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლას 15 ივნისს ვიხილავთ. მას აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, თეთრი სახლი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისმა ტრანსფერმა გუნდი მთლიანად შეცვალა“ | L'Equipe-ის ჟურნალისტი კვარაზე
„მისმა ტრანსფერმა გუნდი მთლიანად შეცვალა“ | L'Equipe-ის ჟურნალისტი კვარაზე