ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ილიას ძალა, ხაბიბის ჭიდაობა“ | ჰოლოუეიმ იდეალური მებრძოლი ააწყო

მაქს ჰოლოუეის მომდევნო მეტოქე ჩარლზ ოლივეირა გახლავთ და ლეგენდარული მებრძოლები BMF-ის სიმბოლური საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებენ. ოქტაგონში შესვლამდე „დალოცვილს“ UFC-ის ყველა დროის იდეალური მებრძოლი ააწყობინეს და ჰოლოუეიმ ყოფილი მეტოქე გაიხსენა.

ძალა: „ილია ხალხს ისე აფინიშებს, ის უნდა ავირჩიოთ.“

კარდიო: „ჩემი კარდიო.“

ფეხით დარტყმები: „ჟოზე ალდო.“

საბრძოლო ინტელექტი: „დემეტრიუს ჯონსონი.“

ჭიდაობა: „ხაბიბ ნურმაგომედოვი.“

სისწრაფე: „იაირ როდრიგესი.“

სამიკროფონე უნარები: „კონორ მაკგრეგორი. ახლა მიკროფონი არ აქვს, მაგრამ მაინც ყველა მასზე ლაპარაკობს.“

შეგახსენებთ, რომ ოლივეირასა და ჰოლოუეის ორთაბრძოლა მსუბუქ წონით დივიზიონში გაიმართება, მაქსმა და ილიამ კი ერთმანეთთან ქვემსუბუქში იჩხუბებს. „დალოცვილისა“ და „დუ ბრონქსის“ ჩხუბს თბილისის დროით, 8 მარტს ვიხილავთ და ორთაბრძოლა დაახლოებით, სავარაუდოდ, 08:00-დან დაიწყება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეცდომები დავუშვი, უშუალოდ მასთან ჩხუბისთვის არ მივარჯიშია“ | მერაბი იანზე
„შეცდომები დავუშვი, უშუალოდ მასთან ჩხუბისთვის არ მივარჯიშია“ | მერაბი იანზე