„ავტოფარეხში ცხოვრება მანქანად ვერ გაქცევს“ - მასვიდალს კონორის არ სჯერა
კონორ მაკგრეგორის შერეულ ორთაბრძოლებში დაბრუნებამ რამდენად დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებში, ამაზე საუბარი უკვე ზედმეტია. 11 ივლისის ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები, რომლის მთავარი მოვლენაც ქვესაშუალო წონაში ლეგენდარული ირლანდიელისა და მაქს ჰოლოუეის ჩხუბი იქნება, 24 საათში გაიყიდა. ამ ბრძოლასთან დაკავშირებით ხორხე მასვიდალმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:
„რა ინფორმაცია გავრცელდა? კონორ მაკგრეგორი სპორტდარბაზში ათენებს და აღამებს ისე ემზადება? ავტოფარეხში ცხოვრება მანქანად ვერ გაქცევს, ასე რომ მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რამდენჯერ ჩხუბობს ჰოლოუეი წელიწადში? ორჯერ და ორივეჯერ ელიტურ მებრძოლებთან, რის გამოც მე მას უდავოდ ფავორიტად მივიჩნევ“.
შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეი ბოლოს ოქტაგონში რამდენიმე თვის წინ შევიდა და BMF-ის ქამრისთვის ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირასთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. მაქსი კარიერის მანძილზე ერთადერთხელ გაითიშა და მისი ნოკაუტში გაგზავნა ილია თოფურიამ მოახერხა.