„ილია ფავორიტი ტყუილად არ არის“ - ვოლკანოვსკის პროგნოზი
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა.
რას ამბობს ვოლკანოვსკი:
„ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, თეთრი სახლი, მთავარი ბრძოლა. ძალიან გახმაურებული მოვლენაა. ცხადია, ილია ფავორიტად მიიჩნევა. ბევრი ამბობს, რომ ეს შეიძლება ძალიან ცუდი საღამო აღმოჩნდეს გეიჯისთვის... როგორც კი ჯასტინი ხელებს ჩამოუშვებს, გაიხსნება და შეტევას შეეცდება, ილია მას დარტყმას დაახვედრებს. ვფიქრობ, თოფურია საკმარისად ჭკვიანია და თავს კარგად იცავს იმისთვის, რომ გეიჯის მახეებში არ გაებას. ჩემი აზრით, ილია გეიჯის დაანოკაუტებს. ის ტყუილად არ არის ფავორიტი“.
შეგახსენებთ, რომ UFC Freedom 250 14 ივნისს გაიმართება. ღონისძიების მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი იქნება. ამავე ქარდზე ალექს პერეირა სირილ განს დაუპირისპირდება, შონ ომალი კი აიმან ზაჰაბის შეხვდება.