ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ნანახით კმაყოფილი ვარ, სამ ქულას ვიმსახურებდით“ - ენრიკე მონაკოსთან მარცხზე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის მესამე ტურში „მონაკოსთან“ წაგებული მატჩი შეაფასა.

ლუის ენრიკე:

„ასეთი მატჩების შემდეგ დამარცხებული გუნდის მწვრთნელისთვის კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ ეს ჩემი ვალდებულებაა.

კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახე. ყველას გვესმის, რომ ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია და საუკეთესო ფორმაში არ ვართ, თუმცა ბევრი პოზიტივი დავინახე. ვფიქრობ, დღეს სამი ქულა დავიმსახურეთ.

მოსალოდნელი გოლებით წინ ვიყავით, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა ფეხბურთელების მენტალიტეტს. არ გაგვიმართლა, მაგრამ მომავალზე უნდა ვიფიქროთ“.

ცნობისთვის, პსჟ „მონაკოსთან“ 1:2 დამარცხდა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიას პასის შემდეგ მარკინიოსმა გახსნა, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა პარიზელებს ორი გოლი გაუტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა | კიოლნი შტუტგარტთან 1:4 განადგურდა
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა | კიოლნი შტუტგარტთან 1:4 განადგურდა