ისლამ მახაჩევი, შავკატ რახმონოვი
Aa
Aa

„ისლამისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ვარ“ - რაჰმონოვს მახაჩევის მწვრთნელიც ეთანხმება

შავკატ რაჰმონოვმა იან მაჩადო გარისთან 2024 წელს მოგებულ ორთაბრძოლაში მიღებული მუხლის ტრავმის მკურნალობას იმდენად დიდი დრო მოანდომა, რომ ოქტაგონში დაბრუნება ამ დრომდე ვერ შეძლო. თუმცა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ემზადება UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონის დაუმარცხებელი მებრძოლი და როგორ არის ჩართული საწვრთნელ პროცესში, რამაც მისი გულშემატკივრები ოპტიმისტურად განაწყო. სულ ახლახანს კი შავკატმა მოკლე კომენტარი გააკეთა, რაც ისლამ მახაჩევისთვის წესით საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს.

შავკატ რაჰმონოვი

დიახ, ყველაფერი კარგად მიდის და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, უახლოეს პერიოდში MMA-ს და UFC-ის უნდა დავუბრუნდე. რთული პერიოდი უკან დარჩა, ახლა კი თამამად ვიტყვი, რომ ისლამ მახაჩევისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ მე წარმოვადგენ. რატომ? იმიტომ, რომ კარგად ვჭიდაობ, სტრაიკინგი კი მასზე უკეთესი მაქვს“.

ცნობისათვის, მხოლოდ შავკატ რაჰმონოვი არ ფიქრობს, რომ ისლამ მახაჩევისთვის დივიზიონში ყველაზე საშიში მოწინააღმდეგეა. ამაზე ისაუბრა დაღესტნელი ჩემპიონის მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა, რომელმაც განაცხადა, რომ საბრძოლო უნარების თვალსაზრისით, მახაჩევისთვის გარისთან დაპირისპირებაზე გაცილებით რთული შავკატთან ჩხუბი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იმავოვმა სტრიკლენდთან სატიტულო ბრძოლა დაადასტურა
იმავოვმა სტრიკლენდთან სატიტულო ბრძოლა დაადასტურა