მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

„ხალხის გასართობად არ ვჩხუბობ, ჩემპიონობა მინდა“ - ევლოევმა კრიტიკოსებს უპასუხა

მოსაწყენი საბრძოლო სტილის გამო, მოვსარ ევლოევს კრიტიკოსები რომ არ აკლია, ამის თაობაზე MMA-ს ყველა გულშემატკივარმა კარგად იცის. ქვემსუბუქი დივიზიონის 32 წლის ინგუში მებრძოლი დაუმარცხებელია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ UFC-ში ჩატარებული ათივე ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით აქვს მოგებული, ბევრი მის მიღწევას ჯეროვნად არ აფასებს. როდესაც ევლოევს კრიტიკოსებთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს, მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„ხალხი თვლის, რომ თუ ბრძოლას ნოკაუტით არ დაასრულებ, ეს ჩხუბი მოსაწყენია. არადა, პირადად ვიცნობ ჩემს უამრავ გულშემატკივარს, რომლებიც სწორედ ჩემი გაუტეხელი საბრძოლო სტილის გამო მქომაგობენ. ვაუმჯობესებ დაცვას, მტკივნეული ილეთების შესრულების ტექნიკას და ვისაც შერეული ორთაბრძოლები კარგად ესმის, მან მშვენივრად იცის, რომ თეიქდაუნი ამ სპორტის განუყოფელი და საჭირო კომპონენტია.

არ ვაპირებ ხალხის გასართობად და ვოლკანოვსკის დასასიხლიანებლად ოქტაგონში შესვლას - მე ჩემი გეგმა მაქვს, რომლითაც ჩემპიონი უნდა გავხდე და ოჯახი გავახარო. ოჯახი, რომლის წევრებიც ბოლოს 2025 წლის ოქტომბერში ვნახე. დიახ, უკანასკნელი ექვსი წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ და აქ ვემზადები. ასე უმჯობესია, ინგუშეთში რომ ვიყო, დღეში ორჯერ ვერ ვივარჯიშებდი, აქ კი ეს სრულიად შესაძლებელია“.

შეგახსენებთ, რომ კარიერის მანძილზე გამართული 20 ბრძოლიდან მოვსარ ევლოევმა ყველა თავის სასარგებლოდ დაასრულა, აქედან 3-ჯერ ნოკაუტით, 4-ჯერ საბმიშენით, 13-ჯერ კი მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ბოლოს ინგუში ოქტაგონში 21 მარტს შევიდა და ლერონ მერფის ძლევის შემდეგ საჩემპიონო ჩხუბი დაიმსახურა, სადაც მისი მეტოქე 24 ოქტომბერს, ლეგენდარული ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფულს თუ მომცემენ, ფეხბურთსაც ვითამაშებ“ - ჩიმაევს დაბრუნება უნდა
„ფულს თუ მომცემენ, ფეხბურთსაც ვითამაშებ“ - ჩიმაევს დაბრუნება უნდა