იმავოვმა სტრიკლენდთან სატიტულო ბრძოლა დაადასტურა
UFC-ის საშუალო წონის რეიტინგის მესამე ნომერმა, ნასურდინ იმავოვმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი შემდეგი მეტოქე დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი შონ სტრიკლენდი იქნება.
„მე ვიცი ჩემი შემდეგი ბრძოლის თარიღი და ის სატიტულო იქნება“,
- განაცხადა ფრანგმა მებრძოლმა პარიზში გულშემატკივრებთან შეხვედრაზე.
მანამდე სიტუაციასთან დაახლოებულმა ინფორმირებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ საშუალო წონაში სატიტულო ბრძოლა მუშავდება და 12 დეკემბერს ლას-ვეგასში UFC 335 ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება. დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ხამზატ ჩიმაევმა კი, მოსკოვში პრესასთან საუბრისას, ეს ინსაიდი დაადასტურა.
შონ სტრიკლენდისა და ნასურდინ იმავოვის ბრძოლა რევანში იქნება. 2023 წლის იანვარში ამერიკელმა ფრანგი ხუთი რაუნდის ჯამში მსაჯთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით დაამარცხა და მიჯრით ორი მარცხის შემდეგ კარიერა წარმატებულ გზაზე დააბრუნა.