„არსენალი-ჩელსის მატჩი საშინელი სანახავი იყო“ - რუუდ გულიტი
ნიდერლანდების ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რუუდ გულიტმა პრემიერლიგის გასულ ტურში გამართულ ლონდონურ დერბიზე ისაუბრა და თანამედროვე ფეხბურთი გააკრიტიკა.
„არსენალი-ჩელსის მატჩს ვუყურე - საშინელი სანახაობა იყო. ორივე გუნდი ცდილობდა, კუთხურის ან აუტის უფლება მოეპოვებინა. „ბოლბოებს“ პირსახოცები ჰქონდათ გამზადებული.
ვუყურებდი ამ მატჩს და ვფიქრობდი: ასეთი ფეხბურთის ყურება აუტანელია. იმედია, ეს ტრენდული არ გახდება, იმიტომ რომ გასართობი კომპონენტი საერთოდ გაქრა. სირბილი ყველას შეუძლია, მაგრამ პასის მიმცემი ფეხბურთელები აღარ ჩანან“, - განაცხადა გულიტმა ტელეარხ Ziggo Sport-ის ეთერში.
ცნობისთვის, გულიტი 1995-1998 წლებში სწორედ ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 1996 წლიდან კლუბის მოთამაშე მწვრთნელი გახდა.
აქვე გეტყვით, რომ „არსენალისა“ და „ჩელსის“ მატჩი „მეთოფეების“ გამარჯვებით დასრულდა - 2:1. მიკელ არტეტას გუნდი 64 ქულით პრემიერლიგის ლიდერია, ხოლო „ჩელსი“ 45 ქულით მე-6 ადგილზეა.