8:0 მოიგო და გააგდეს | ფლამენგომ ფილიპე ლუისი დაითხოვა
ბრაზილიაში, კარიოკას შტატის თასის ნახევარფინალში „ფლამენგომ“ „მადურეირა“ 8:0 გაანადგურა, თუმცა მატჩის შემდეგ გამარჯვებული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ფილიპე ლუისი უმუშევარი აღმოჩნდა.
„ფილიპე ლუისი გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარაა. მასთან ერთად კლუბი დატოვეს ასისტენტმა, ივან პალანკომ და ფიზმომზადების მწვრთნელმა, დიოგო ლინიარესმა. მადლობას ვუხდით ფილიპე ლუისს კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნულია „ფლამენგოს“ განცხადებაში.
ფილიპე ლუისს სეზონის ცუდი სტარტი არ აპატიეს (4 ქულა 3 მატჩში, რაც „ფლამენგოს“ ყველაზე სუსტი სტარტია ბოლო 10 წელიწადში), მიუხედავად იმისა, რომ კლუბში მოსვლის შემდეგ მან ბრაზილიის თასი (2024), ბრაზილიის სუპერთასი (2025), კარიოკის ჩემპიონატი (2025), ბრაზილიის ჩემპიონატი (2025), ლიბერტადორესის თასი (2025), „ამერიკების დერბი“ (2025) და ჩელენჯერის თასი (2025).
კლუბის ისტორიაში ფილიპე ლუისი ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მწვრთნელად შევა: 63 მოგება (69.9%), 23 ფრე და 15 წაგება 101 მატჩში.
9 მარტს „ფლამენგო“ კარიოკას შტატის თასის ფინალში „ფლუმინენსეს“ შეხვდება, 12 მარტს ბრაზილიის ჩემპიონატში „კრუზეიროს“ უმასპინძლებს, 14 მარტს კი „ბოტაფოგოს“ ესტუმრება.