ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

„ფლორენტინო - გადადექი!“ - რეალის ქომაგების პროტესტი

ლა ლიგის 26-ე ტურში მადრიდის „რეალი“ შინ „ხეტაფესთან“ სენსაციურად 0:1 დამარცხდა და „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა 4 ქულამდე გაიზარდა.

„სამეფო კლუბის“ ქომაგებმა თავიანთ კლუბს ობსტრუქცია მატჩის მსვლელობის დროვე მოწყვეს. ზოგმა მათგანმა საერთოდ ტრიბუნებიც დატოვა. ყველაზე მეტად კი პრეზიდენტის მიმართ შეძახილები ისმოდა - ინჩადა კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის გადადგომას ითხოვდა.

როგორც Radio Marca-ს ეთერში ჟურნალისტმა მიგელ ანხელ ტორიბიომ განაცხადა, ფინალური სასტვენის შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გულშემატკივრები სკანდირებდნენ: „ფლორენტინო - გადადექი!“

ესპანური პრესა არ გამორიცხავს, რომ გუნდში მთავარი მწვრთნელის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგეს. „სამეფო კლუბისთვის“ მარტის თვე გადამწყვეტი იქნება. „ლოს ბლანკოსს“ 5 მნიშვნელოვანი მატჩი ელის: 7 მარტს სტუმრად „სელტასთან“ (ლა ლიგა), 12 მარტს შინ მანჩესტერ „სიტისთან“ (ჩემპიონთა ლიგა), 15 მარტს შინ „ელჩესთან“ (ლა ლიგა), 18 მარტს სტუმრად მანჩესტერ სიტისთან“ (ჩემპიონთა ლიგა) და 23 მარტს შინ „ატლეტიკოსთან“ (ლა ლიგა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები