„ერთ გოლს მაინც ვიმსახურებდით, ბრწყინვალე გუნდი მყავს“ - არბელოა ხეტაფესთან მარცხის შემდეგ
„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, ლა ლიგის 26-ე ტურში „ხეტაფესთან“ განცდილი მარცხი (0:1) შეაფასა.
„ვფიქრობ, ჩვენ უფრო აშკარა მომენტები გვქონდა, ვიდრე „ხეტაფეს“. რა თქმა უნდა, უკეთესადაც შეგვეძლო თამაში, მაგრამ ჩვენი შანსები უფრო რეალური იყო. ვინისიუსის შანსი პირველ ტაიმში, რუდიგერის მომენტები, როდრიგო... ვფიქრობ, მინიმუმ ერთ გოლს მაინც ვიმსახურებდით. „ხეტაფემ“ შესანიშნავად ითამაშა, მათ რაიმე მოულოდნელი არ გაუკეთებიათ.
ვხედავ, რომ შესანიშნავი მოთამაშეები და ბრწყინვალე შემადგენლობა გვყავს. ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმებისგან გამოჯანმრთელდებიან, ძალიან დაგვეხმარებიან. ჩვენი მიზანია განვაგრძოთ განვითარება და ყველაფერი უკეთესად გავაკეთოთ.
დღეს კრიტიკა ნამდვილად მესმის. მაშინაც კი, როცა ცუდად, ჩვეულებრივზე უარესად ან უბრალოდ ნორმალურად ვთამაშობთ, მაინც ვიმსახურებდით იმაზე მეტი გოლის გატანას, ვიდრე „ხეტაფემ“ გაიტანა. მათ ბრწყინვალე გოლი გაიტანეს, ჩვენ კი ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ“.
- შეიძლება თუ არა ლა ლიგასთან გამომშვიდობება?
„არა, წინ კიდევ 36 შესაძლო ქულაა და ჩვენ სხვა მიზანი არ გვაქვს, გარდა ამ 36 ქულისთვის ბრძოლისა. დანებებას არავინ აპირებს. გვჯერა, რომ ოთხქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას შევძლებთ. ეს „რეალ მადრიდია“ და აქ დანებებას არავინ აპირებს“,
- განაცხადა არბელოამ.
არბელოას ხელმძღვანელობით „რეალმა“ მე-4 შეხვედრა წააგო. სამეფო თასზე“ „ალბასეტესთან“, ლა ლიგაში „სელტასთან“, „ოსასუნასთან“ და უკვე „ხეტაფესთან“. მადრიდელებს ლა ლიგის შემდეგ ტურში სწორედ „სელტასთან“ ვიგოში უწევთ დაპირისპირება და ამჯერად არბელოას კიდევ ერთი ფეხის დაცდენა შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.