კალათბურთი | უკრაინას საქართველოსთან ერთ-ერთი ლიდერი არ ეყოლება
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართვლოს ნაკრების ერთ-ერთ მოწინააღმდეგე უკრაინა გახლავთ.
საქართველოს ნაკრებისთვის სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი არტიომ პუსტოვი გამოაკლდა. 33 წლის ცენტრმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯიკის გუნდთან არ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო 2 ტური საქართველომ დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ჯიკიჩის გაწვრთნილი ნაკრები ორივე შემთხვევაში დანიას დაუპირისპირდა. სტუმრად გამართული შეხვედრა საქართველომ 89:71 მოიგო, ხოლო საკუთარ კედლებში 89:60 გაიმარჯვა.
ასევე შეგახსენებთ, პირველი წრის დაპირისპირებაში, რომელშიც ერთმანეთს საქართველო და უკრაინა ხვდებოდნენ, პუსტოვი გამორჩეული იყო და თავისი ქვეყნის ნაკრების გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.
ცნობისთვის, საქართველოს და უკრაინის ნაკრებების მომავალი დაპირისპირება 2 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.