„გამარჯვებული ვერ ვნახეთ“ - მერაბმა RAF-ში ცარუკიანის ბრძოლა გაასაჩივრა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, რომელიც RAF 6-ის ტურნირს ესწრებოდა, არ მიიჩნევს, რომ არმან ცარუკიანმა, რომელმაც ჯორჯიო პულასს ანგარიშით 5-3 მოუგო, ამ დაპირისპირებაში რეალური გამარჯვება მოიპოვა.
ამის შესახებ ქართველმა მებრძოლმა ღონისძიების შემდეგ ამერიკელთან საუბრისას განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, ვისურვებდი მენახა, როგორ ართმევთ ერთმანეთს ხელს შენ და არმანი და მართავთ რევანშს. მე მინდა ვიხილო გამარჯვებული, რადგან დღეს ის ვერ ვნახეთ. ჩვენ გვინდა გავიგოთ, ვინ არის გამარჯვებული. ჭიდაობის ამ სახეობაში კარგად ჩახედული არ ვარ, მსაჯობაშიც ვერ ვერკვევი კარგად და წესებიც კი არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას გააკეთებთ“,
– თქვა დვალიშვილმა.
ცარუკიანისა და პულასის დაპირისპირებამ, რომელიც ღონისძიების მნიშვნელობით მეორე მოვლენა იყო, სომეხი მებრძოლის სასარგებლოდ, ანგარიშით 5-3 დასრულდა. ფინალური საყვირის შემდეგ ცარუკიანი ამერიკელს თავს დაესხა, რამაც მასობრივ ჩხუბს დაუდო სათავე. ცარუკიანის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მეტოქე, ჭიდაობის ნაცვლად, შეხვედრას პასიურად და ბინძურად აწარმოებდა, რითაც აშკარად ცდილობდა მის პროვოცირებასა და დისკვალიფიკაციას.