„ამ ჩხუბში ფანები მოიგებენ“ - ჰოლოუეი თოფურიასა და გეიჯის ბრძოლაზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მაქს ჰოლოუეიმ გამოცემა Heavy-სთან ინტერვიუს დროს ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ბრძოლაზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა.
რას ამბობს ჰოლოუეი:
„ეს MMA-ია, მეგობარო. ბევრი ჯასტინ გეიჯის ჩამოწერას ცდილობს, მაგრამ აქ ნებისმიერ დროს შეიძლება მოგხვდეს და დარტყმა გაგეპაროს. ბევრი საუბრობს გეიჯის ბოლო ბრძოლაზე პედი პიმბლეტის წინააღმდეგ. ხანდახან აუცილებელია ასე ბრძოლა — ჩხუბი ბარის გარჩევას უნდა დაამსგავსო, რადგან ბევრმა საერთოდ არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ასეთ სტილს. გეიჯიმ ამ სტილით ძალიან კარგად იჩხუბა.“
„ილია თოფურიას წინააღმდეგ წინ წასვლა რთულია, რადგან როცა ილია ვინმეს ეხება, ხედავთ კიდეც, რაც ხდება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო ჩხუბი იქნება. ვფიქრობ, მაგარი ბრძოლა გამოვა და ვიღაც აუცილებლად დანოკაუტდება. ეს იქნება სრული სიგიჟე“.
„ვფიქრობ, ამ ბრძოლაში ფანები მოიგებენ. ისინი რაღაც განსაკუთრებულ სანახაობას იხილავენ. ვგრძნობ, რომ ორივე ბიჭს შეუძლია ბრძოლაში დაუვიწყარი მომენტის შექმნა. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან მაგარი სანახაობა იქნება“.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯასტინ გეიჯი და ილია თოფურია თეთრი სახლის ქარდზე, 14 ივნისს დაუპირისპირდებიან, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით, არ დადასტურებულა.