დენა უაითი
Aa
Aa

დენა უაითი: თეთრი სახლის ტურნირისთვის ბრძოლებს მომდევნო კვირაში გამოვაცხადებ

ირჟი პროხაზკასა და კარლოს ულბერგის სატიტულო დაპირისპირების ოფიციალურად დაანონსების შემდეგ, UFC-ის ხელმძღვანელმა, დანა უაითმა, პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში UFC-ის სადღესასწაულო ტურნირის ქარდს გამოაცხადებს, რომელიც 14 ივნისს „თეთრ სახლში“ გაიმართება.

„მალე თქვენთვის მეტი ინფორმაცია მექნება. უფრო მეტიც – ამ კვირაში გამოვაცხადებ „თეთრი სახლის“ ტურნირის ბრძოლებს. მე ამას გავაკეთებ“,

– განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის მსუბუქ წონაში გასამართი ბრძოლა, რომელიც ამ სადღესასწაულო ღონისძიების მთავარი ბრძოლის უპირველეს კანდიდატად მიიჩნეოდა, ამ ქარდზე რიგი მიზეზების, მათ შორის გეოპოლიტიკური ფაქტორების გამო, არ შედგება.

გამორიცხული არ არის, რომ ისტორიული ტურნირის ერთ-ერთი მონაწილე ბრაზილიელი ალექს პერეირა გახდეს, რომელმაც ოფიციალურად დათმო UFC-ის საჩემპიონო ქამარი ქვემძიმე წონაში და, სავარაუდოდ, მძიმე წონითი კატეგორიის დროებითი ქამრისთვის ფრანგ სირილ განთან იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები