თოფურია: არასდროს მომწონდა ხაბიბის საბრძოლო სტილი
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, ხაბიბ ნურმაგომედოვის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„ნურმაგომედოვი თავის ბოლო ორ ბრძოლამდე არ ყოფილა სანახაობრივი მებრძოლი. მის მიმართ ინტერესი დიდწილად იმით იყო განპირობებული, რომ ის დაუმარცხებელი რჩებოდა.
ყველა ელოდა, რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც მას დაამარცხებდა. სიმართლე რომ ვთქვა, მისი ბრძოლის სტილი არასდროს მომწონდა. არასდროს“,
– განაცხადა თოფურიამ.
ბოლოს ნურმაგომედოვი ოქტაგონზე 2020 წლის ოქტომბერში გამოვიდა, როდესაც ჯასტინ გეიჯი მეორე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. მისი რეკორდი შერეულ ორთაბრძოლებში 29-0-ია.
ილიამ ასევე UFC-ის 5 საუკეთესო მოკრივე დაასახელა.
„საუკეთესო 5 მოკრივე? ესენი არიან: მაქს ჰოლოუეი, ჩემი ძმა - ალექსანდრე, პიოტრ იანი - ისიც ძალიან კარგი მოკრივეა, ალექს პერეირა და, რა თქმა უნდა, თავად მე“,
– განაცხადა „ელ მატადორმა“ სტრიმერ ეიდინ როსთან საუბრისას.