მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ამის გამო მერაბი უნდა დაისაჯოს. ცუდად მოიქცა“ | პიოტრ იანი დვალიშვილზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. იანს თბილისში, RAF Georgia-ს ღონისძიებისას მომხდარ დაპირისპირებაზე ჰკითხეს და პიოტრმა განაცხადა, რომ ასეთი ქცევის გამო „მანქანა“ უნდა დაისაჯოს.

„ეს მერაბ დვალიშვილისთვის დამახასიათებელი ტიპური ქცევაა. როდესაც გრძნობს, რომ მის გვერდით 300 ადამიანი დგას და სამშობლოში იმყოფება, საკუთარ თავს უფლებას აძლევს, ასე მოიქცეს.

ჩემი აზრით, ეს ლამაზი ქცევა არაა. სპორტსმენები ღირსეული დამოკიდებულებითა და პატივისცემით ჩავიდნენ. თავიანთი საქმის გაკეთება უნდოდათ, შენ კი გადიხარ და ასე ცუდად იქცევი. მერაბი ამის გამო უნდა დაისაჯოს“.

შეგახსენებთ, რომ RAF Georgia-ს ღონისძიების წინა დღეს გამართული პრესკონფერენციისას, მერაბთან ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ახმედ გაჯიმაგომედოვი მივიდა. მან დვალიშვილს ჰკითხა, უმარზე ასე რატომ საუბრობდა და ასეთ განცხადებებს რატომ აკეთებდა, რასაც მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას კარგად ვიცნობ და მერწმუნეთ...“ - უდინეზეს დირექტორმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
„მას კარგად ვიცნობ და მერწმუნეთ...“ - უდინეზეს დირექტორმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა