მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ხმლების ალესვის დროა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს პიოტრ იანი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა მომდევნო ბრძოლისთვის მომზადება დაიწყო. რუსი მებრძოლის გუნდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც იანი სტრაიკინგში ვარჯიშობს.

ვიდეოს თან ახლავს აღწერა - „ხმლების ალესვის დროა“

რამდენიმე გავლენიანმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულს იანი UFC 333-ზე დაიცავს, რომელიც 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში არის ჩანიშნული, მისი მეტოქე კი მერაბ დვალიშვილი იქნება.

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ „მანქანა“ მომდევნო ბრძოლას კვლავ პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს 2025 წლის დეკემბერში დაუპირისპირდნენ და იმ ბრძოლაში, რუსმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მანამდე, 2023 წლის ნოემბერში ქართველმა „მანქანამ“ იანი სამრაუნდიან ორთაბრძოლაში, ასევე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. შესაბამისად, თუ არაფერი შეიცვალა, წინ დვალიშვილი-იანის მესამე ბრძოლა გველოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი არასდროს არაფერი მინახავს, სამი ფილტვი აქვს“ | UFC-ის მებრძოლი მერაბზე
„ასეთი არასდროს არაფერი მინახავს, სამი ფილტვი აქვს“ | UFC-ის მებრძოლი მერაბზე