„ტიტულთან არა, გაძევებასთან ახლოს არის“ - კოსტამ ანკალაევს შეუტია
UFC-ის ქვემძიმე წონით კატეგორიაში სხვა დივიზიონების მსგავსად, მოვლენები საინტერესოდ და დამაინტრიგებლად ვითარდება. ბოლო მომენტში ხალილ რაუნთრის დაშავების გამო, მაგომედ ანკალაევს აბუ-დაბიში ბოგდან გუსკოვთან ბრძოლა მოუწია და ეს უკანასკნელი ძალიან მარტივად დაამარცხა, რის შემდეგაც ბევრი მიიჩნევს, რომ დაღესტნელი ყოფილი ჩემპიონი მომდევნო ჩხუბს ტიტულისთვის ჩაატარებს. ასე არ ფიქრობს ანკალაევის ერთ-ერთი კონკურენტი პაულო კოსტა, რომლის განცხადებამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია და ბრაზილიელმა მაგომედისგან პასუხი მალევე მიიღო.
პაულო კოსტა
ბევრი თვლის, რომ უახლოეს მომავალში პროჰასკას, ან ანკალაევს უნდა შევხვდე, თუმცა ამის აზრს ვერ ვხედავ. ირჟიმ ბოლო ბრძოლა სულელურად წააგო, ხოლო ანკალაევმა საოცრად მოსაწყენი დაპირისპირების ფონზე, რასაც დაპირისპირებასაც ვერ ვუწოდებდი, გუსკოვი დაამარცხა და ჩემი აზრით, ახლა ის ტიტულისთვის ბრძოლის კი არა, UFC-დან გაძევების პრეტედენტია.
მაგომედ ანკალაევი
კოსტასთან ბრძოლა სწორედ ამ ქარდზე შემომთავაზეს, სადაც ბოგდან გუსკოვი დავამარცხე - მე დავთანხმდი, მან კი უარი თქვა. ვიცოდი, რომ ბრაზილიელი ჩემთან ჩხუბს არ ვისურვებდი და მიზეზებს კი არა, საბაბებს მოიგონებდა, რითაც თავისი უარის გამართლებას შეეცდებოდა. პაულო, თუ აზრს შეიცვლი, მართალია ახლახანს ვიჩხუბე, მაგრამ მზად ვარ მომდევნო კვირაშივე გცემო.
შეგახსენებთ, რომ პაულო კოსტას საჩემპიონო ქამარი არასოდეს მოუპოვებია, რასაც მაგომედ ანკალაევზე ვერ ვიტყვით - მან ტიტული ალექს პერეირას დამარცხებით მოიგო, თუმცა პირველივე დაცვის მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და იმავე პერეირასთან ნოკაუტით წააგო.