ისლამ მახაჩევი, იან მაჩადო გარი, ხორხე მასვიდალი
Aa
Aa

„დააძინებს, ან დაახრჩობს“ - ხორხე მასვიდალის პროგნოზი

ორი დაუმარცხებელი ჩემპიონის, ხამზატ ჩიმაევისა და ილია თოფურიას სენსაციური მარცხების შემდეგ, UFC-ში 2026 წელი ბევრმა სენსაციებისა და ეგრეთწოდებული ანდერდოგების პერიოდად მონათლა. ყოველივე ამის გამო, როგორც გულშემატკივართა, ასევე ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ილიას და ხამზატის მსგავსად, ისლამ მახაჩევის წარმატებული სვლაც დასრულდეს, რომელიც რამდენიმე კვირაში ქვესაშუალო დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაცვას იან მაჩადო გარისთან შეეცდება. თუმცა, მოვლენების ასეთ განვითარებას კატეგორიულად გამორიცხავს ცნობილი მებრძოლი ხორხე მასვიდალი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მგონია, რომ ისლამი მას მახრჩობელა ილეთით დაამარცხებს, ან კისერში ხელს სათანადოდ მოუჭერს და დააძინებს. იან მაჩადო გარის კარგი დაცვა აქვს, ფეხებით მშვენივრად მუშაობს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ისეთ სრულყოფილ მეტოქეს, როგორიც მახაჩევია, აქამდე არასოდეს შეხვედრია. ფეხებით გარიმ შესაძლოა საწყისი ორი რაუნდი შეუქმნას დაღესტნელს პრობლემები, რის შემდეგაც დაიღლება და მის პირველივე შეცდომას ისლამი სათანადოდ გამოიყენებს“.

ცნობისათვის, ისლამ მახაჩევს კარიერაში ერთადერთი მარცხი აქვს განცდილი, რომელიც 2015 წლით თარიღდება. მას შემდეგ კი UFC-ში ზედიზედ 16 ორთაბრძოლა მოიგო და თუ იან გარი მაჩადოსაც აჯობებს, ამ სერიას 17-მდე გაზრდის, ანდერსონ სილვას გაუსწრებს და ყველა დროის რეკორდსმენი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„MMA-ს ისტორიაში საუკეთესო ძმები“ - ხაბიბმა ნათესავებს უწინასწარმეტყველა
„MMA-ს ისტორიაში საუკეთესო ძმები“ - ხაბიბმა ნათესავებს უწინასწარმეტყველა