ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაცხელიას 60 წუთი - პარიზელების მარცხი მალიორკასთან

გადატვირთული კალენდრიდან და იმ საკმაოდ ბევრი სატიტულო მატჩიდან გამომდინარე, რომლის ჩატარებაც უახლოეს პერიოდში „პარი სენ-ჟერმენს“ მოუწევს, სეზონისწინა მზადების პერიოდში ლუის ენრიკეს შეგირდებს მხოლოდ ორი საკონტროლო შეხვედრის გამართვის საშუალება მიეცათ, პირველი მათგანი კი სეგუნდადივიზიონის წარმომადგენელ „მალიორკასთან“ დღეს ჩაატარეს და 0:3 დამარცხდნენ, რაც გასაკვირი ნამდვილად არ გახლავთ, რადგან პარიზული კლუბის მოთამაშეთა უმრავლესობა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე იყო და ისინი ჯერ კიდევ შვებულებაში არიან.

„სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავებიდან მოედანზე მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებოდა, რომელიც ძირითადში იყო და ლუის ენრიკემ მეორე ნახევარში შეცვალა. ხვიჩა მისი ოსტატობიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე, აშკარად ინერტული იყო და თამაშის გამწვავებას მხოლოდ ორჯერ შეეცადა - პირველ შემთხვევაში საჯარიმოს მისადგომებთან წააქციეს და ჯარიმას ითხოვდა, თუმცა არბიტრმა დარღვევა არ დააფიქსირა, ხოლო შემდეგ დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყმა, თუმცა მეკარე არნაუ ტენასმა ბურთი ხელებში უპრობლემოდ დააფიქსირა. კვარა მე-60 წუთზე 18 წლის ადამ აიარიმ შეცვალა.

ცნობისათვის, მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები შაბათს, 8 აგვისტოს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ამას მოჰყვება 12 აგვისტოს ევროპის სუპერთასის მატჩი „ასტონ ვილასთან“ (23:00) და 16 აგვისტოს საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრა „ლანსთან“ (22:45), ხოლო 23 აგვისტოს პარიზელები უკვე საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „რენს“ (22:45) უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილის ტრანსფერის მოლოდინში - სენტ-ეტიენი გეგმას ამზადებს
დავითაშვილის ტრანსფერის მოლოდინში - სენტ-ეტიენი გეგმას ამზადებს