კიტეიშვილის გარეშე - შტურმი ფენერბაჰჩესთან უშანსოდ დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შტურმი ფენერბაჰჩეს ესტუმრა და უშანსოდ 0:2 დამარცხდა.
სამწუხაროდ, ტრავმის გამო ავსტრიულ კლუბს ლიდერი და კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი ვერ ეხმარებოდა.
რაც შეეხება გიზი მამაგეიშვილს, ის მოედანზე 64-ე წუთზე გამოვიდა, მაგრამ გუნდის დახმარება ვერც მან შეძლო.
მთელი მატჩის განმავლობაში თურქები დომინირებდნენ და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. ანგარიში მე-9 წუთზე ტალისკამ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს, მეისონ გრინვუდმა მატჩის საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა კარისკენ 11-ჯერ დაარტყეს და ჩარჩოში 7 წავიდა. შტურმმა კი მხოლოდ ორჯერ დაარტყა და ორივე არაზუსტად.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 11 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 22:30-დან დაიწყება.