ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„უმნიშვნელოვანესი როლი აქვს“ | ბუნდესლიგის საიტმა ბუდუ გამოარჩია

ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ბუდუ ზივზივაძე გამოარჩია. სტატიის ავტორმა მეორე ბუნდესლიგაში მოთამაშე ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც მოახლოებულ სეზონში განსხვავების შექმნა შეუძლიათ. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ქართველი თავდამსხმელი გახლავთ.

„ბუდუ ზივზივაძე, რომელიც „კარლსრუეს“ მთავარ მწვრთნელს, კრისტიან აიხნერს რეგულარულად ახარებდა, კლუბისთვის სიამაყის მუდმივი წყაროა. „კარლსრუეს“ მაისურით მან 61 შეხვედრა ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.

ზივზივაძემ ბუნდესლიგაშიც დაამტკიცა, რომ გოლების გატანა შესანიშნავად გამოსდის და „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით 37 შეხვედრაში რვა გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბუდუს ძლიერი მხარე მხოლოდ შეტევების მაღალ დონეზე დაგვირგვინების უნარი როდია. ფრანკ შმიდტის გუნდში მას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს და დაცვის პირველ ხაზს წარმოადგენს. ეს არის როლი, რომელიც მან მთელი გულით მიიღო“, — ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ „ჰაიდენჰაიმისთვის“ მეორე ბუნდესლიგის სეზონი რამდენიმე დღეში გაიხსნება. 8 აგვისტოს ზივზივაძის გუნდი საკუთარ კედლებში „ოსნაბრიუკს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგად ვითამაშეთ, მიხარია, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა“ | ლარნეს მწვრთნელის კომენტარი
„კარგად ვითამაშეთ, მიხარია, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა“ | ლარნეს მწვრთნელის კომენტარი