საპასუხისმგებლო თანამდებობა - ძოლა ახალგაზრდულ სექტორში
ჯანფრანკო ძოლა იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა. წარსულში ცნობილი შემტევი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების პროექტის კოორდინატორი იქნება, რაც ამ ეტაპზე, როდესაც მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, კვალიფიციური მოთამაშეების ნაკლებობას განიცდის, მართლაც საქმის უდიდეს ცოდნასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს.
ძოლასთან ერთად ამ საქმის წარმატებით შესრულება მაურიციო ვისიდის დაეკისრება, რომელიც ტექნიკურ კოორდინატორად დაინიშნა. მათი მთავარი ამოცანა ერთიანი სათამაშო სისტემის შექმნა იქნება, რომელიც ნიჭიერ იტალიელ ფეხბურთელებს განვითარების საშუალებას მისცემს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ აღნიშნა, რომ ძოლა ფლობს ქარიზმას, პროფესიონალის უნარებს და აქვს ახალგაზრდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რაც აუცილებლად დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიურ ფეხბურთში დიდი ცვლილებები განხორციელდა. პაოლო მალდინი ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე კლაუდიო რანიერიმ შეცვალა, ხოლო „სკუადრა აძურას“ მთავარ მწვრთნელად რობერტო მანჩინი დაინიშნა.