ლაშა ოდიშარია
Aa
Aa

ჭანტურიშვილმა გაიტანა | ოდიშარიას რფს იაბლონეცთან დამარცხდა

უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იაბლონეცის“ მეტოქე „რფს“ გახლავთ. ჩეხური კლუბის რიგებში ვახტანგ ჭანტურიშვილი თამაშობს, ხოლო ლატვიური კლუბის ღირსებას ლაშა ოდიშარია იცავს.

პირველი შეხვედრა „იაბლონეცმა“ საკუთარ კედლებში გამართა და 2:0 გაიმარჯვა. ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. ჭანტურიშვილი 87-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ოდიშარია 89-ზე გაიყვანეს.

შეხვედრაში ანგარიში „იაბლონეცის“ 33 წლის მოთამაშემ გახსნა. ჭანტურიშვილმა მეორე სართულზე კარგად ითამაშა და მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო. „იაბლონეცმა“ მეორე გოლი 53-ე წუთზე გაიტანა და საპასუხო მატჩის წინ ორბურთიანი უპირატესობა აქვს.

ცნობისთვის, „იაბლონეცისა“ და „რფს“-ის წყვილის გამარჯვებული კონფერენს ლიგის პლეიოფში „იაგიელონიასა“ და „რეინჯერსის“ წაგებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია“ | ფელიქს კროოსმა ზივზივაძე გამოარჩია
„მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია“ | ფელიქს კროოსმა ზივზივაძე გამოარჩია