„რთული თამაში ძლიერი გუნდის წინააღმდეგ“ | საბერძნეთი - საქართველო
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 3 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.
2 მარტს, ირის ანტმანის გუნდმა ჰერაკლიონში, მატჩის მასპინძელ თეოდოროს ვარდინოგიანისის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა.
ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "საბერძნეთში გუშინ ჩამოვედით და, მიუხედავად ხანგრძლივი მგზავრობისა, ნაყოფიერი ვარჯიში ჩავატარეთ. მოუთმენლად ველით ხვალინდელ შეხვედრას. ვიცით, რომ რთული თამაში გველის ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ჯგუფის ფავორიტად მიიჩნევა. თუმცა, ჩვენ საქართველოს ნაკრები ვართ და თუ ყველაფერს გეგმის მიხედვით გავაკეთებთ, ტაქტიკურად ასი პროცენტით შევასრულებთ დავალებებს, გოლის გატანის შანსი აუცილებლად გვექნება და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს — ვიცი, რომ მოტივირებულები არიან და თავიანთ საქმეს გააკეთებენ".
საბერძნეთი - საქართველოს შეხვედრა 3 მარტს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), ნატა კვირკვაია (ვერა, თბილისი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ნათელა წოწერია (ბათუმი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), ნათია ჯოჯუა (დინამო სოხუმი), ნინი ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), ანანო წიქარიძე