ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

ჰოლოვეი VS ოლივეირა - ილია თოფურიას პროგნოზი

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, BMF-ის ტიტულისთვის მაქს ჰოლოუეისა და ჩარლზ ოლივეირას შორის ბრძოლაზე თავისი მოსაზრება გააზიარა, რომლის გამარჯვებულიც დივიზიონში სატიტულო რბოლის ერთ-ერთი ლიდერი გახდება.

„ჩარლზი მომწონს, მათ შორის როგორც პიროვნება - ის შესანიშნავი ადამიანია. თუმცა ფსონს მაქსზე ჩამოვიდოდი. ვფიქრობ, რომ ის გაიმარჯვებს. მიუხედავად ამისა, ჩარლზის სათანადოდ შეუფასებლობა არასდროს ღირს. ის ბრძოლის ნებისმიერ მომენტში სახიფათოა, შეუძლია ნებისმიერი შანსი გამოიყენოს და წამიერად დაგაფინიშოს“,

- განაცხადა „ელ მატადორმა“ სტრიმერ ეიდინ როსთან ინტერვიუში.

ჰოლოუეისა და ოლივეირას ბრძოლა უკვე ამ უქმეებზე ლას-ვეგასში გასამართ UFC 326-ის ტურნირს დააგვირგვინებს, ილია თოფურია კი მომდევნო შეხვედრაში დროებითი ჩემპიონის ქამრის მფლობელს, ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება, თუმცა მსუბუქწონოსანთა ბრძოლა ოფიციალურად ჯერ არ დაანონსებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები