ცოტნე კაპანაძე
Aa
Aa

ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს | კაპანაძის მორიგი აღიარება სლოვაკეთში

სლოვაკეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ჟილინა - დუნაისკა სტრედას საფეხბურთო დაპირისპირება 0:0 დასრულდა. ტრადიციულად, დუნაისკა სტრედას სასტარტო შემადგენლობაში ცოტნე კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა. ჟილინას სასტარტო 11-ში სანდრო ნარიმანიძე მოხვდა, რომელმაც ასევე 90 წუთი გაატარა მინდორზე.

სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის, Nikeliga-ს ოფიციალურმა გვერდმა ცოტნე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ ცოტნე სლოვაკეთის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურშიც მოხვდა. ასეთი აღიარება სტაბილური თამაშის გარეშე წარმოუდგნელია.

სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ცოტნე კაპანაძემ 19 მატჩში 2 საგოლე პასი შეასრულა. ეროვნულ ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიცია პრობლემურია, დაბალი კონკურენციაა და მისი თამაშიდან გამომდინარე ვილი სანიოლი კაპანაძის გამოძახებაზე უნდა დაფიქრდეს.

ცოტნე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილება აქვს. ეროვნულ ნაკრებში პირველ გამოძახებას მოუთმენლად ელის. ამ თემაზე გადაცემა „კონტრ-შეტევაში'' ვისაუბრეთ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები