ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ინდიან უელსი | ბასილაშვილს ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი რჩება

ინდიან უელსის კვალიფიკაციის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 181-ე ნომერს, კოლუმბიელ ნიკოლას მეხიას დაუპირისპირდა და 3 სეტში გაიმარჯვა.

პირველი სეტი კოლუმბიელმა ბასილაშვილს პირწმინდად მოუგო 6:0, მეორე სეტში კი ბასილაშვილი 5:1 დაწინაურდა და საბოლოოდ 6:2 მოიგო.

რაც შეეხება მესამე სეტს, აქაც უპირატესობა ქართველი ჩოგბურთელის მხარეს იყო, ის 4:2 იგებდა და სეტის გამარჯვებით დასრულება შეძლო - 6:4.

კვალიფიკაციის ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიელი კრისტოფერ ო'კონელი (127) იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ბრიტანელი ბილი ჰარისი ორ სეტში დაამარცხა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
52 წუთში მოგებული ფინალი - ალკარასმა დოჰას ტურნირი მოიგო
52 წუთში მოგებული ფინალი - ალკარასმა დოჰას ტურნირი მოიგო