ეკო გორგოძე
Aa
Aa

ანტალიის ჩელენჯერი | გორგოძე მეოთხედფინალში გავიდა

ეკო გორგოძემ ანტალიის 125-ქულიანი ტურნირის მერვედფინალში მსოფლიოს 260-ე ჩოგანს, ფრანგ სელენა იანიჩიევიჩს მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

პირველი სეტი გორგოძემ კარგად დაიწყო და 4:0 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ თავის ჩაწოდებაზე გეიმი დათმო, მაგრამ სეტის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც შეძლო - 6:3.

მეორე სეტში 2:2-ზე გორგოძემ იანიჩიევიჩის ჩაწოდებაზე გეიმი აიღო, დაწინაურდა და საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა - 6:3.

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ანჰელინა კალინინასა და კატარინა ზავაცკას შორის გამარჯვებული იქნება - ორივე ჩოგბურთელი უკრაინას წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
52 წუთში მოგებული ფინალი - ალკარასმა დოჰას ტურნირი მოიგო
52 წუთში მოგებული ფინალი - ალკარასმა დოჰას ტურნირი მოიგო