გიორგი მაისურაძე
Aa
Aa

არ გაუშვეს, შანსი მისცეს და გამოიყენა | უკრაინული მედია მაისურაძეზე

უკრაინული INSIDE UPL-ის ინფორმაციით, ჟიტომირის პოლისიამ ჯერ ზაფხულის და შემდეგ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გიორგი მაისურაძე იჯარით არ გაუშვა. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში 24 წლის მოთამაშე ძირითადი შემადგენლობის მიღმა რჩებოდა და ძირითადად დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა.

წყაროს ინფორმაციით, სიტუაცია ზამთარშიც განმეორდა: მაისურაძეს კვლავ სურდა სათამაშო პრაქტიკის იჯარით მიღება, ოდესის ჩერნომორეცი კი მზად იყო, ის თავის შემადგენლობაში მიეღო. ოდესაში მცველის თვისებებს დადებითად აფასებდნენ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელებმა მოთამაშის გაშვებაზე უარი მეორედ თქვეს, თუმცა ეს გადაწყვეტილება თანდათან გამართლდა. მთავარმა მწვრთნელმა, რუსლან როტანმა გადაწყვიტა მცველისთვის შანსი პირველ გუნდში მიეცა და მანაც ეს გამოიყენა: მაისურაძემ მოედანზე რეგულარულად გამოდის და სადებიუტო გოლიც გაიტანა. ამავდროულად, ჩერნომორეცმა ჟიტომირული კლუბიდან გაძლიერება მაინც მიიღო, ოდესელებმა იჯარით აიყვანეს მარჯვენა მცველი დენის გრიშკევიჩი, რომელიც პოლისიას მეორე გუნდში გამოდიოდა.

უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტურში გიორგი მაისურაძის პოლისიამ სტუმრად პოლტავას 4 უპასუხო გოლი გაუტანა. საბოლოო ანგარიში სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა დააფიქსირა, მეტოქის ფეხბურთელს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და ახლო კუთხეში ეფექტური გოლი შეაგდო.

24 წლის ქართველი მარჯვენა მცველი, რომელსაც უკრაინულ კლუბში მარცხენა მცველის პოზიციაზეც მოიაზრებენ, ორივე ფეხით კარგად თამაშობს, სეზონის პირველ ნახევარში სამატჩო განაცხადში მხოლოდ სამჯერ მოხვდა და ცვლილებაზე ერთხელ, მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე გამოიყვანეს. ფაქტობრივად, სეზონის პირველ ნახევარში არ უთამაშია. ზამთრის შეკრების შემდეგ ვითარება შეიცვალა, მაისურაძემ უკვე ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, ბოლო ორი დაპირისპირება, ორივე შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და პოლტავას ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შთამბეჭდავი იყო, მაგრამ...“ | რას წერს ცნობილი ჟურნალისტი მამარდაშვილზე
„შთამბეჭდავი იყო, მაგრამ...“ | რას წერს ცნობილი ჟურნალისტი მამარდაშვილზე