გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის 14 ქულა - ტენერიფემ ბურგოსს მოუგო

ლიგა ენდესას მე-6 ტურში გიორგი შერმადინის „ლაგუნა ტენერიფემ“ „სან პაბლო ბურგოსს“ უმასპინძლა და 101:97 გაიმარჯვა.

ქართველი კალათბურთელი, როგორც ყოველთვის, ამ მატჩშიც პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შერმადინმა 24:12 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ტენერიფეს რიგებში საუკეთესო მარსელინო უერტასი იყო - 28 ქულა, 2 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა. სტუმართა შორის ყველაზე მეტი - 22 ქულა პანამელმა მცველმა, ჯივან ჯექსონმა ჩააგდო.

6 ტურის შემდეგ „ტენერიფე“ 5 მოგებითა და 1 წაგებით ლიგა ენდესას მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 12 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე თურქული „ტოფასის“ წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის დაწყებამდე შერმადინმა გულშემატკივრებს ოქტომბრის თვის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო წარუდგინა.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კლასიკო რეალმა მოიგო - შენგელიას 13 ქულა
კლასიკო რეალმა მოიგო - შენგელიას 13 ქულა