ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 12 ქულა - ატლანტამ NBA-ში ზედიზედ მეოთხედ მოიგო

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო. ამჯერად კანადელებმა „ატლანტა ჰოუკსს“ 109:97 სძლიეს.

მამუმ პარკეტზე 20 წუთი და 43 წამი გაატარა. ამ დროში მისი მონაგარი 12 ქულა, 6 მოხსნა, 1 გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო. სანდრომ 4 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 1 ზუსტი საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 20 ქულით ბრენდონ ინგრემი იყო. „ატლანტას“ მხრიდან 21 ქულა ჰქონდა ჯეილენ ჯონსონს, ალექსანდერ ვოლკერმა კი 20 ქულა ჩააგდო.

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და  გადამწყვეტი დასკვნითი მეოთხედი გამოდგა, რომელიც „რეპტორსმა“ 36:20 მოიგო.

„ტორონტო“ 5 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრა კი 9 ნოემბერს „ფილადელფიასთან“ ელით.

აქვე გეტყვით, რომ „ბოსტონ სელტიქსმა“ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქს“ 123:110 მოუგო.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 15 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 გადაცემა იყო. „ორლანდო“ 4 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს კვლავ „ბოსტონთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები