ჰამბურგი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილი ასისტთან იყო ახლოს - ჰამბურგის ქულა დორტმუნდთან

ბუნდესლიგის მე-10 ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში გუნდებმა ანგარიში ვერ გახსნეს, 63-ე წუთზე კარნი ჩუკვუემეკამ სტუმრები დააწინაურა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-7 წუთზე კი რანსფორდ კიონიგსდორფერმა „ჰამბურგი“ მარცხისგან იხსნა.

ქართველი მცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 74 წუთი ითამაშა. პირველ ტაიმში გოჩოლეიშვილი გაცილებით უფრო აქტიური იყო, მისი პასის შემდეგ კი ნიკოლას კაპალდოს გოლის გატანაც შეეძლო. გოჩოლეიშვილმა Sofascore-ისგან 7.0-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 13-დან 12 ზუსტი პასი (92%), 2 საკვანძო პასი, 5-დან 2 ზუსტი ჩაწოდება, 4-დან 4 ზუსტი გრძელი პასი, 32 შეხება ბურთთან, 4-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა და 1 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა.

გოჩოლეიშვილის გამორჩეული მომენტები

 

10 მატჩის შემდეგ „ჰამბურგი“ 9 ქულით ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩს გოჩოლეიშვილის გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ 22 ნოემბერს, სტუმრად, „აუგსბურგის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოემბრის მატჩები - საქართველოს ნაკრებს მიქაუტაძე და კაკაბაძე გამოაკლდნენ
ნოემბრის მატჩები - საქართველოს ნაკრებს მიქაუტაძე და კაკაბაძე გამოაკლდნენ