ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

მიზეზი ტრავმა არაა | ბუდუ ლევერკუზენთან 33-ე წუთზე შეცვალეს

ბუნდესლიგის მე-10 ტურში „ლევერკუზენმა’’ შინ „ჰაიდენჰაიმი'' 6:0 გაანადგურა.

მატჩის 33-ე წუთზე, როცა ანგარიში 4:0 იყო, „ჰაიდენჰაიმის’’ მთავარმა მწვრთნელმა ორი ცვლილება განახორციელა, სასტარტო 11-ეულის ორი ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე და ჯულიან ნოიჰაუსი შეცვალა, შემტევები გაიყვანა, ამპლუით მცველი და საყრდენი შემოიყვანა.

ბუდუს შეცვლის მიზეზი ტრავმა არაა, მთავარმა მწვრთნელმა ტაქტიკური გადაწყვეტილებები მიიღო.

ქართველ ფორვარდს ბუნდესლიგაში 9-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა, მე-9 ტურში „აინტრახტთან’’ ეს ცუდი სერია დაასრულა, გოლი გაიტანა, თუმცა დღეს მისმა გუნდმა სრული ფიასკო განიცადა.

ამ მატჩის შემდეგ ბუდუ საქართველოში ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრება. მოგეხსენებათ, ამ თვეში მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვილი სანიოლის გუნდი შინ ესპანეთთან და სტუმრად ბულგარეთთან ითამაშებს.

„ჰაიდენჰაიმმა’’ ბუნდესლიგის ათ ტურში 5 ქულა დააგროვა, ამდენივე ქულაა „მაინცის’’ ანგარიშზე, თუმცა ბურთების უარესი შეფარდების გამო ბუდუს გუნდი ბოლო პოზიციაზეა. მომდევნო ტურში, 22 ნოემბერს „ჰაიდენჰაიმი'' „გლადბახს’’ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები