ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, მაიკლ ბისპინგი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

არც ილია და არც ჰოლოუეი - ბისპინგმა UFC-ის საუკეთესო მოკრივე დაასახელა

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, მაიკლ ბისპინგმა ქვესაშუალო წონის სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა და მსუბუქი წონის ექსჩემპიონი ისლამ მახაჩევი დაუპირისპირდებიან.

ბისპინგის აზრით, მახაჩევის აშკარა ფავორიტად დასახელება უპატივცემულობაა დელა მადალენას მიმართ, რომელიც, ბისპინგის თქმით, პრომოუშენის საუკეთესო მოკრივეა.

„ჯეკმა პირველი ორი ბრძოლა წააგო, მაგრამ მას შემდეგ დაუმარცხებელია. ქვესაშუალო წონისთვის ის ძალიან დიდია. მას კარგი კრივი აქვს. ალბათ, ამ მხრივ მასზე უკეთესი UFC-ში არავინაა.

გარდა ამისა, დელა მადალენა კარგად იცავს თავს თეიქდაუნებისგან და კარგად მოძრაობს ოქტაგონში. მახაჩევთან ჩხუბში გადამწყვეტი როლი დელა მადალენას კრივს ექნება“.

ცნობისთვის, მახაჩევი-დელა მადალენას დაპირისპირება UFC 322-ის მთავარი მოვლენა იქნება და 16 ნოემბერს, ნიუ-იორკში გაიმართება. ავსტრალიელი მებრძოლისთვის ეს ქამრის პირველი დაცვა, ხოლო მახაჩევისთვის - ქვესაშუალო წონაში სადებიუტო ჩხუბი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დენა უაითი რამდენჯერმე მაგრად გავაბრაზე“ | მერაბ დვალიშვილი
„დენა უაითი რამდენჯერმე მაგრად გავაბრაზე“ | მერაბ დვალიშვილი